საუკეთესო შედარება : კოლექციონერების დახმარება და მხარდაჭერა

დახმარება › საუკეთესო შედარება

ნივთების გაცვლისთვის პარტნიორების წამებში მოსაძებნად გამოიყენე საუკეთესო შედარება, კოლნექტის მიერ ექსკლუზიურად შემოთავაზებული ფუნქცია! კოლნექტი გამოცდილებაზე დაყრდნობით ხვდება სავარაუდოდ ვინ გამოგადგებათ ნივთების გაცვლისთვის. შეთავაზებები დაფუძნებულია თქვენს პერსონალურ კოლექციას და კოლნექტის აქტიურ წევრებზე. ალგორითმი ავტომატურად ცდილობს იმ კოლექციონერების მოძებნას, რომლებსაც აქვთ თქვენთვის საინტერესო ბევრი ნივთი, ასევე ეძებს მოთხოვნად ნივთებს, რომლის შეთავაზებაც თქვენ შეგიძლიათ. მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, ალგორითმი ეშვება დღეში მხოლოდ ერთხელ და არა ყველა შემთხვევაში, როცა თქვენ ახდენთ შედეგების შემოწმებას. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი წევრი თავისი სიის განახლებას ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს, გირჩევთ შემოწმება მოახდინოთ Best Matches ყოველდღიურად, როცა ხართ კოლნექტზე.

გახსოვთ როგორი ძნელი იყო იმ კოლექციონერების მოძებნა, რომლებიც ცვლიდნენ თქვენთვის საინტერესო ნივთებს? ეს აღარ მოხდება!

გახსოვთ იმედგაცრუება, რომელსაც განიცდიდით როცა იპოვიდით თქვენთვის საინტერესო ნივთების მქონე კოლექციონერს, რომელსაც არ ინტერესებდა თქვენ მიერ შეთავაზებული ნივთები? ეს აღარ მოხდება!

დარწმუნდით, რომ განახლებულია თქვენი სასურველი და გასაცვლელი ნივთების სია.

როგორ გავაკეთოთ ეს?

უბრალოდ დააკლით ღილაკს საუკეთესო შედარება რომელიც განთავსებულია ნებისმიერი კოლექციონერის გვერდზე და თქვენ ნახავთ რეკომენდირებული კოლექციონერების სიას, ამასთან, სიის სათავეში იქნებიან ყველაზე უფრო რეკომენდირებული კოლექციონერები.

თუ სია ცარიელია, ალბათ იმიტომ, რომ თქვენი სასურველი და გასაცვლელი ნივთების ნუსხა არის ძალიან მცირე.

როცა ეძებ სპეციაფიკური კოლექციონერის პროფილს, გამოიყენე ჩვენი სპეციალური ფუნქცია ავტომატური თავსებადობა რათა ნახო რა ნივთების გაცვლა შეგიძლია.

ავტომატური თავსებადობა

ლიმიტირებული შესაძლებლობები

ეს ფუნქცია ეყრდნობა ინტენსიურ გამოთვლებს. თუ თქვენ გაქვთ დიდი პერსონალურ კოლექციას კოლნექტზე, მაშინ დაგჭირდებათ პრემიუმ წევრობა მისი თავისუფლად გამოყენებისთვის.

« დასაწყისისთვის: კოლექციონერების ინვენტარი | დასაწყისისთვის: ავტომატური თავსებადობა »

თუ გაქვთ კითხვები ან კომენტარები, გთხოვთ დაპოსტოთ აქ ფორუმები.